ნიდერლანდების მმართველი კოალიცია საიმიგრაციო პოლიტიკაზე უთანხმოების გამო დაიშალა
ნიდერლანდების მმართველი კოალიცია საიმიგრაციო პოლიტიკაზე უთანხმოების გამო დაიშალა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქვეყნის მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონმდებლობაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
ამრიგად, მარკ რუტეს მთავრობას წელიწადნახევრიანი მმართველობის შემდეგ, სავარაუდოდ, გადადგომა მოუწევს, თუმცა ჯერ ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე არ გაკეთებულა.
უთანხმოება უკავშირდება მარკ რუტეს პარტიის ინიციატივას, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახების გაერთიანების პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს, თუმცა მმართველი კოალიციის სხვა წევრმა პარტიებმა ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.
ნიდერლანდების სამთავრობო კოალიციამ ამ საკითხზე საგანგებო თათბირი რამდენჯერმე გამართა, თუმცა უშედეგოდ.
თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რაოდენობა ქვეყანაში შარშან მნიშვნელოვნად გაიზარდა და 46 000 შეადგინა. ნიდერლანდების მთავრობის პროგნოზით, წელს მათი რაოდენობა, შესაძლოა, 70 000 იყოს.
ამასთან, რუტეს მთავრობა თუ გადადგება, მაშინ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.