ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის საკითხზე დებატების დროს შეუძლოდ გახდა [ვიდეო]
ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ბრუნო ბრუინსი კორონავირუსის საკითხზე პარლამენტში გამართული დებატების დროს შეუძლოდ გახდა.
56 წლის მინისტრმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, გეერტ ვილდერს სიტყვით გამოსვლისას გონება დაკარგა.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მოგვიანებით მინისტრმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობით გამოწვეული გადაღლილობით ახსნა.
„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სახლში მივდივარ დასასვენებლად“, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის 2000-ზე მეტი შემთხვევა არის გამოვლენილი, დაიღუპა 60-მდე ადამიანი.