ნიდერლანდების ელჩი - არჩევნების პროცედურამ კარგად ჩაიარა, მიხარია, რომ ბევრი რჩევა იქნა გათვალისწინებული
საარჩევნო პროცესმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, იოჰანეს დაუმამ განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით საქართველომ რჩევები გაითვალისწინა და ბევრი რამ ისწავლა.
„ჩვენ ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ეს ყველაფერი ძალიან ეფექტიანი იყო. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი რამ ისწავლეთ ამ პროცესის შესახებ. მიხარია, რომ ბევრი რჩევა იქნა გათვალისწინებული. არჩევნების პროცედურამ კარგად ჩაიარა. არსებობს გარკვეული ეჭვები წინასაარჩევნო პერიოდზე, როდესაც ვნახეთ რამდენიმე კვირით ადრე რა ხდებოდა. ვიმედოვნებთ, რომ მეორე ტური იქნება სამართლიანი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თვალთახედვას, რადგან ყველაზე მთავარი თქვენი მომავალია“, – განაცხადა ელჩმა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას.