ნიდერლანდების ანტიისლამური და პოპულისტური „თავისუფლების პარტიის” ლიდერმა, ხერტ ვილდერსმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე უარი თქვა
ნიდერლანდების ანტიისლამური და პოპულისტური „თავისუფლების პარტიის” ლიდერმა, ხერტ ვილდერსმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„მე მხოლოდ მაშინ შემიძლია, გავხდე პრემიერ-მინისტრი, თუ კოალიციის ყველა პარტია მხარს დაუჭერს ამას. ეს ასე არ იყო. მინდა მემარჯვენე კაბინეტი. ნაკლები თავშესაფარი და იმიგრაცია”, – დაწერა ხერტ ვილდერსმა სოციალურ ქსელში.
ვილდერსის პარტიამ გასულ წელს ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა არჩევნებში, მაგრამ კოალიციის შესაქმნელად საჭირო იყო სხვა პარტიების მხარდაჭერა. სამ სხვა პარტიასთან მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმებთან დაკავშირებით გრძელდება.
კოალიციური მოლაპარაკებების ანგარიში ქვეყნის პარლამენტს 14 მარტს უნდა წარედგინოს. ხერტ ვილდერსი, რამდენიმე თვეა, აწარმოებს მოლაპარაკებებს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიასთან, „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, „ახალ სოციალურ კონტრაქტსა” და „ფერმერ-მოქალაქეთა მოძრაობასთან”.
ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ სამი პარტიის ლიდერები ამ კვირაში ამტკიცებდნენ, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი მზად იყვნენ შეთანხმებისთვის, იყო, თუ ოთხივე პარტიის ლიდერი დათანხმდებოდა, რომ არ შეესრულებინა როლი მთავრობაში. როგორც „ბიბისი“ წერს, გაურკვეველია, გამოჩნდა თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის კომპრომისული ფიგურა.