ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ4-კმ28 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.