ნიანგების ცნობილმა ბრიტანელმა ექსპერტმა ძაღლებზე სექსუალური ძალადობა აღიარა, მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ნიანგების ცნობილმა ბრიტანელმა ექსპერტმა ძაღლებზე სექსუალური ძალადობა აღიარა, მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცნობილმა ზოოლოგმა, ადამ ბრიტონმა ცხოველებთან სექსუალური კავშირი და მათზე ძალადობა აღიარა. მან ასევე აღიარა ბრალი, რომლის მიხედვითაც, ბრიტონს ბავშვებზე ძალადობის შემცვლელ მასალასთან ჰქონდა წვდომა.
გამოძიების მიხედვით, ბრიტანელი მამაკაცი ათობით ძაღლზე ძალადობდა, ამას იღებდა და ვიდეოჩანაწერებს ფსევდონიმით ავრცელებდა. ცნობილი ზოოლოგისთვის წაყენებული ბრალდება 56 ეპიზოდს მოიცავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრიტონმა 42 ძაღლზე იძალადა, რომელთაგან 39 მოკლა.
ბრიტონი 2022 წელს დააკავეს. მოსამართლემ მას 10 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ასევე სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალეს ნებისმიერი ცხოველის აყვანა. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იშვიათი აშლილობა აქვს, რომელიც ატიპურ სექსუალურ ინტერესებს იწვევს.
ადამ ბრიტონი ცნობილი ზოოლოგია, რომელიც ნიანგების ექსპერტად ითვლება. იგი „ბიბისისა“ და „ნეშინელ ჯეოგრაფიკზე“ მუშაობდა.