ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ნოემბრის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს.
გასული თვის პირველი ვარსკვლავი „ვინიპეგის“ ფინელი ფორვარდი, პატრიკ ლაინე გახდა. მან ნოემბერში ჩატარებულ 12 მატჩში 18 შაიბა გაიტანა, სამი ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ნოემბრის მეორე ვარსკვლავის სტატუსი „კოლორადოს“ ფორვარდმა, ნათან მაკინონმა მიიღო. მის ანგარიშზე 14 მატჩში 23 ქულა (9 შაიბა+14 შედეგიანი პასი) მოდის. მესამე ვარსკვლავად „ვეგასის“ მეკარე, მარკ-ანდრე ფლერი დასახელდა. მან 13 მატჩში ოთხჯერ „შათაუტი“ შეასრულა, მისმა გუნდმა კი 9 გამარჯვება მოიპოვა.