ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL), თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი მოთამაშე დაასახელა.
პირველ ვარსკვლავად „ტამპას“ რუსი თავდამსხმელი, ნიკიტა კუჩეროვი დასახელდა, რომელმაც ნიუ-ჯერსის წინააღმდეგ (5:1) ოთხი ქულა დააგროვა (1+3). მეორე საუკეთესო, ასევე „ტამპას“ თავდამსხმელი ბრეიდენ პოინტი გახდა, მის ანგარიშზე სამი ქულა იყო (1+2). მესამე ვარსკვლავი კი ნეშვილის მეკარე პეკა რინეა, რომელმაც ბაფალოს წინააღმდეგ 21 დარტყმა მოიგერია (2:1).