ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეები გამოაცხადა.
თვის პირველი ვარსკვლავი „კოლორადოს“ ფორვარდი მიკო რანტანენი გახდა. 22 წლის ფინელმა 12 მატჩში 21 ქულა (5 გოლი+16 შედეგიანი პასი) დააგროვა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი „პიტსბურგის“ რუსმა ფორვარდმა ევგენი მალკინმა მიიღო, რომლის ანგარიშზეც 10 მატჩში 19 ქულაა (6+13).
ოქტომბრის მესამე ვარსკვლავად „ჩიკაგოს“ ლიდერი პატრიკ კეინი დასახელდა. ამერიკელმა 12 მატჩში 18 ქულის (11+7) დაგროვება შეძლო.
თვის საუკეთესო ახალბედა „ვანკუვერის“ 19 წლის თავდამსხმელი, ელიას პეტერსონია. ის თავის გუნდს ცხრა მატჩში 10 ქულით (7+3) დაეხმარა.