NewsOne - მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს. ამის შესახებ NewsOne იტყობინება.
უკრაინის შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრის, რადას დეპუტატის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ საააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავების დროს, არავინ დაშავებულა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტროში აცხადებენ, რომ უმაღლესი რადას წინ გაშლილი კარვების ქალაქის გაწმენდას არ აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. გამოცემის ცნობით, ძალოვნები კარვების აღებას ჯერ არ აპირებენ.