NEWS.am სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 18:30 საათზე ცეცხლი შეწყდა და ვითარება დასტაბილურდა
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე ცეცხლი შეწყდა და ვითარება დასტაბილურდა.
ამის შესახებ NEWS.am-ს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია დღეს დაიძაბა.
სომხეთის თავდაცვის უწყებაში დღეს განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორცილეს. როგორც აღინიშნა, გამოყენებულია არტილერია, ბრონირებული მანქანები და სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.
ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ სომხეთმა პროვოკაცია მოაწყო და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ადეკვატურ ზომებს მიმართეს მის აღსაკვეთად. მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რათა დაეკავებიანთ უფრო სასარგებლო პოზიციები.