New York Times-ის გამომცემელი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს აღარ დაუძახოს რეპორტიორებს ხალხის მტრები, რადგან ამან შესაძლოა მედიის წინააღმდეგ ძალადობას შეუწყოს ხელი.
როგორც ცნობილი გახდა New York Times-ის გამომცემელი არტურ გრეგ სალზბერგერი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო და პრესას დეტალები არ უნდა ცოდნოდა. თუმცა აშშ-ის ლიდერმა წინასწარ დადებული პირობა დაარღვია და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია Twitter-ით გაავრცელა.
„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ყალბ ახალ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდება და როგორ გადაიქცა ყალბი ახალი ამბები ფრაზად “ხალხის მტრები“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგში საკუპარ გვერდზე.
საპასუხოდ New York Times-მა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებევის დროს გამომცემელმა ყურადღება ტრამპის ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებაზე გაამსხვილა და სთხოვა აშშ-ის ლიდერს შეწყვიტოს რეპორტიორების ლანძღვა, რადგან ასეთმა საქციელმა შესაძლოა უბიძგოს “ზოგიერთ რეჟიმებს” მედიის დევნისკენ.
„ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ძირს უთხრის დემოკრატიას“, – ნათქვამია სარედაქციო წერილში.
დონალდ ტრამპი ცნობილია კრიტიკული დამოკიდებულებით მედიის მიმართ. მან არაერთხელ უწოდა ჟურნსლისტებს “ხალხის მტრები” და სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი..