New York Times - სირიაში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წევრები ალექსანდ კოუთი და ელ შაფი ელშეიხი დააპატიმრეს
New York Times - სირიაში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წევრები ალექსანდ კოუთი და ელ შაფი ელშეიხი დააპატიმრეს

ქურთმა მებრძოლებმა სირიაში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს ორი წევრი – ალექსანდ კოუთი და ელ შაფი ელშეიხი დააპატიმრეს. ისინი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იმალებოდნენ. ორივე მათგანი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Times ავრცელებს. ბრიტანულ მხარეს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულმა ოთხმა წევრმა 2014 წლიდან დღემდე ტყვედ ჩაგდებული დასავლური ქვეყნების 30-მდე მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ესენი იყვნენ ლონდონელი რეპერი მუჰამედ ემვაზი, რომელიც 2015 წელს ერაყში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშს ემსხვერპლა, აინ დევისი, რომელიც წელიწადნახევრის წინ თურქეთში დააპატიმრეს, ასევე ალექსანდ კოუთი და ელ შაფი ელშეიხი.