New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის შტატებში კამალა ჰარისი ოთხი პროცენტით უსწრებს დონალდ ტრამპს
New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს ასწრებს. ესენია: მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გამოიკითხა აღნიშნული სამი შტატის ამომრჩეველი. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდებოდა, 50-მა პროცენტმა ჰარისი დაასახელა, 46-მა პროცენტმა კი – ტრამპი.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისის პოპულარობა იზრდება ყველა შტატში, ხოლო დონალდ ტრამპის რეიტინგი მცირედით გაუმჯობესდა. მედიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტრამპი გაატარებს ცვლილებებს, რომლებიც „ძალიან ცუდი“ ან „გარკვეულად ცუდი“ იქნება ქვეყნისთვის. ამავეს ამბობს ჰარისთან დაკავშირებით გამოკითხულთა 37 პროცენტი.