როკი მაუნთინი, ალპები და კავკასია – ეს არის ქვეყანა ლამაზი მთებით, ხარისხიანი თოვლით, უგემრიელესი კერძებით და სტუმართმოყვარე ხალხით. საქართველო სამომავლო გეგმებზე ზრუნავს და ქართველებმა ახლა უნდა გადაწყვიტონ, როგორ განავითარონ ტურისტული ინდუსტრია, – ამის შესახებ ჟურნალისტი გაბრიელ ლეი წერს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და შთაბეჭდილბები New York Times-ის მკითხველს გაუზიარა.
„საქართველოში სასრიალოდ წავედი, ეს ქვეყანა მიმზიდველია კავკასიონის მთებით და სამთო კურორტებით, სასრიალო ტრასები გადატვირთული არ არის. ვინც საქართველოს იცნობს, ამ ქვეყანას ყველა დიდი სითბოთი იგონებს. ეს არის ეგზოტიკური, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა, გემრიელი სამზარეულოთი და მდიდარი ისტორიით.
გუდაური
გუდაური საქართველოს უდიდესი სამთო კურორტია, რომელიც თბილისიდან საათნახევრის სავალზე მდებარეობს. ამ კურორტზე ჩემს მეგობარ ჯეფრისთან და ჩემ შვედ სიძესთან, ოლასთან ერთად გავემგზავრე. ჯეფრი მეცნიერი და მოყვარული მოთხილამურეა, ოლა კი სნოუბორდისტი და ფოტოგრაფი.
სტატიის ავტორი აღწერს გუდაურის სათხილამურო ტრასებს, საბაგიროებს, კვების ობიექტებს. ჟურნალისტის თქმით, კურორტზე ძალიან ბევრი ტურისტია და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება:
„აქ ბევრი რუსი ტურისტია. ჩვენ შევხვდით ჰელისკის ავსტრალიელთა ჯგუფს, ვნახეთ ჩინელ ვიზიტორთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, ბრიტანულ-ავსტრალიურ ოჯახთან ერთად საბაგიროთი ვიმგზავრეთ, ისინი დუბაიში ცხოვრობენ და რამდენიმე წელია საქართველოში ჩამოდიან. აქ მოხვედრა კი ძალიან მარტივია. არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველომდე თვითმფრინავით მგზავრობას სულ სამი საათი უნდა.
საქართველო არც თუ ისე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ამ ქვეყანას შედარებით მცირე გამოცდილება აქვს საერთაშორისო არენაზე და ძლიერი მეზობლები ჰყავს, რომლებიც ყოველთვის კარგად არ იქცევიან.
მსოფლიოში გამორჩეული საქართველო ტურისტებს ძალიან იზიდავს. მოგზაურთა რიცხვის ზრასთან ერთად საქართველო ყალიბდება ტურისტულ მიმართულებად, ეს ქვეყანა დიდ იმედებს ამყარებს მთებზე, სამთო კურორტებზე.
გუდაურში ძირითადად ახალი აპარტამენტები, სასტუმროები, რესტრონები და ბარებია. ჩვენ სტეფანწმინდაში დავრჩით, რომელიც გუდაურიდან 40 წუთის სავალზეა. სასტუმროს აივნიდან პირქუში მყინვარწვერი და ნისლში ამოზრდილი თოვლით დაფარული ათობით მწვერვალი გამოჩნდა.
ბაკურიანი
საქართველოში მოგზაურობისას მცირე კავკასიონის მთებში მდებარე სამთო კურორტის ბაკურიანის მონახულებაც გადავწყვიტეთ. ეს კურორტი თბილისიდან საათნახევრის მანძილზე მდებარეობს. ბაკურიანის არქიტექტურა ხის შენობების და საბჭოთა სტილის საცხოვრებელი სახლების ნაზავს წარმოადგენს. აქ ნახავთ ძველ, მაგრამ ძალიან ლამაზ ხის სახლებს. არის როგორც გასაქირაველი კოტეჯები, ასევე დიდი სასტუმროებიც. მთავარი სათხილამურო ტრასები კოხტა და დიდველია, აქვეა ახალი საბაგიროც, რომელიც კოხტას და მიტარბს ერთმანეთთან აკავშირებს.
შუადღისას საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ეკა ჩაგელიშვილს, კოლეგებთან ნინი ნინუასთან და ანიტა გაბაშვილთან ერთად შევხვდი. ისინი ბაკურიანში შეჯიბრს ატარებდნენ. ტურნირებს ყოველწლიურად მართავენ. 27 წლის ნინი პროფესიონალი მოთხილამურე იყო, 18 წლის ანიტა კი ეკას შვილია. ისინი სამთოკურორტებზე რეგულარულად მოგზაურობენ და ღონისძიებს მათავენ, წვრთვიან ახალგაზრდებს, ეძებენ საქართველოს მომავალ ჩემპიონებს და ახალი თაობის მენეჯერებს. მათი საქმიანობა როგორც ახალი ინიციტივების განხორცილებას, ასევე სოციალურ პროექტს მოიცავს.
„ამ სოფლებში ბავშვები ნამდვილად უშიშრები არიან, ამიტომ გვინდა, რომ ისინი მოვამზადოთ, რომ შემდეგ ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობა მიიღონ და მედლები მოიპოვონ. ჩვენ გვაქვს რესურსები და ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ხალხი“, – აცხადებს ეკა.
ლამაზი ტყეებისა და კარგი სასრიალო ტრასების ფონზე, ბაკურიანი მშვენიერი ადგილია, აქ მაღალი ხარიხის თოვლი ხუთი თვის განმავლობაში ნარჩუნდება. აქვეა რამდენიმე კარგი ადგილი, სადაც შეგიძლიათ საჭმელი მიირთვათ და დალიოთ. ბაკურიანში პირველად გავსინჯე ჭაჭა, ქართული არაყი, დავაგემოვნე ქართული კერძები, ჩაშუშული ხორცი, აჭარული ხაჭაპური, ასევე კერძები ძლიერი სუნელებით. გავსინჯე ნახევრად ტკბილი საფერავი, რომელიც სტალინის საყვარელი ღვინო იყო და იმედგაცრუებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ.
საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობის ბოლო ღამეს სივრცითი მოწყობის დამგეგმავს და სამთო ექსპერტს გიორგი გოცირიძეს შევხვდი. გოცირიძე მთავრობასთან ერთად ახალი სათხილამურო ტერიტორიების ათვისებაზე მუშაობს. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში ძალიან ბევრი, წარმოუდგენლად მაგარი სამთო კურორტია, სადაც თოვლის ხარისხი საუკეთესოა, მაგრამ ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, იქ ბევრი მოთხილამური ვერ მიდის. ინფრასტრუქტურის სიმცირის გამო, სოფლები უკაცრიელდება. არადა, ამის გამოსწორება შეიძლება, საქართველოს ტერიტორიების 60 პროცენტი სამთო-სათხიმალურო სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, მაგრამ ბალანსი ფრთხილად უნდა იყოს დაცული“, – წერს ჟურნალისტი.
სტატია გიორგი გოცირიძის შემდეგი ფრაზით სრულდება:
„ზამთრის სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ფრთხილი ხედვა უნდა გვქონდეს. არამხოლოდ საბაგიროები, სასტუმროები და გზები უნდა ავაშენოთ, არამედ უნდა აღვზარდოთ ბავშვები, მომავალი თაობა, ახალი მოთხილამურეები“.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.