New York Times - რამდენიმე არაბულ ქვეყანას 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის დახმარება სურდა
New York Times-ის ცნობით, რამდენიმე არაბულ ქვეყანას 2016 წლის არჩევნებში ტრამპის დახმარება სურდა. ამერიკული გამოცემა ამტკიცებს, რომ 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის დახმარების სურვილი სულ მცირე საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გამოთქვეს. ამ მიზნით მათმა წარმომადგენლებმა ტრამპის შვილთან გამართეს მოლაპარაკებები.
ჟურნალისტების ცნობით, 2016 წლის 3 აგვისტოს დონალდ ტრამპ უმცროსი ლიბანელ ბიზნესმენ ჯორჯს ნადერს შეხვდა. როგორც New York Times -ი იტყობინება, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ებრაელი ბიზნესმენი იოელ ზამელიც. მოლაპარაკებების დროს ნადერმა ტრამპის შვილს უთხრა, რომ ორი არაბული სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე მზადაა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დაეხმაროს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის დახმარება ებრაელ ბიზნესმენსაც სურდა. კერძოდ, საუბარი იყო სოციალურ ქსელში ათასობით ყალბი გვერდის შექმნაზე.
როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ. ლიბანელ ბიზნესმენი ნადერი ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების საქმის გამოძიებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
აშშ-ის კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და სტრატეგიის დაგეგმვას უკრძალავს.