New York Times - ევროპელი დიპლომატების მიმოწერა ჰაკერების ხელში აღმოჩნდა
New York Times - ევროპელი დიპლომატების მიმოწერა ჰაკერების ხელში აღმოჩნდა

ევროპელი დიპლომატების მიმოწერა ჰაკერების ხელში აღმოჩნდა. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიბერთავდასხმები 3 წლის განმავლობაში განხორციელდა და დამნაშავეებმა შეძლეს ევროპელი დიპლომატების ოფიციალური მიმოწერის ხელში ჩაგდება.

გზავნილებში საუბარია როგორც დონალდ ტრამპის, ისე გლობალური ვაჭრობის საკითხებზე.

ერთ-ერთ წერილში საუბარია დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, რომელიც ევროპელი დიპლომატების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კიდევ ერთი გზავნილი ჩინეთის პრეზიდენტისა და ევროპელი მაღალჩინოსნების დახურულ შეხვედრას ეხება.

ევროპის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მასშტაბური კიბერიერიშის შედეგად, ბოროტმოქმედებმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ვერ მიიღეს.

ერთ-ერთმა ექსპერტმა New York Times-თან ინეტერვიუში განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა სავარაუდოდ, ჩინელმა ჰაკერებმა მოაწყვეს.