ნევადის შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი დაამტკიცა
ნევადის შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი დაამტკიცა.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი” ავრცელებს.
ნევადის შტატი საარჩევნო კოლეგიის ექვს ხმას ფლობს.
როგორც „ბლუმბერგი” აღნიშნავს, ამგვარად, ნევადის გუბერნატორი სტივ სისოლეკი გამოსცემს პროკლამაციას, რომლითაც ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადებს და დანიშნავს კოლეგიის წევრებს, რომლებიც საარჩევნო კოლეგიის ექვს ხმას ბაიდენის სასარგებლოდ მისცემენ.
მანამდე, ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს პენსილვანიის შტატში.
არიზონა შედეგებს ოფიციალურად 30 ნოემბერს დაამტკიცებს, უისკონსინი კი პირველ დეკემბერს.