Netflix-ი „ნარნიას ქრონიკების“ მიხედვით სერიალსა და ფილმს გადაიღებს
Netflix-ი „ნარნიას ქრონიკების“ მიხედვით სერიალსა და ფილმს გადაიღებს

სტრიმინგ სერვისების წამყვანი კომპანია „ნეტფლიქსი” „ნარნიას ქრონიკების“ მიხედვით სერიალსა და ფილმს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნეტფლიქსი“ ავრცელებს.

კომპანია კლაივ ლუისის რომანების, „ნარნიას ქრონიკების“ ეკრანიზაციაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

„ნარნიას ქრონიკები“ ფენტეზის ჟანრის ფილმების სერიაა, რომელიც მწერალ კლაივ ლუისის ამავე სახელწოდების რომანების სერიას ეფუძნება.

სტუდია Walden Media-მ ამ დროისთვის სულ სამი ფილმი გადაიღო.

ფილმებში, ისევე როგორც წიგნის სერიებში, მოთხრობილია პევენსის ოჯახის მოგზაურობა გამოგონილ სამყარო ნარნიაში.