ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში „ნეშვილმა“ შინ „კოლამბუსი“ მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ეს შეხვედრა აღსანიშნავია იმით, რომ მასპინძელთა შვედმა თავდამსხმელმა ფილიპ ფორსბერგმა „კოლამბუსის“ კარში პოკერის შესრულება შეძლო.
სტუმრებს თითო-თითო გოლი კი იაკოვ ტრენინმა და ნიკ კაზინსმა გაუტანეს.
ამ მატჩის შემდეგ „ნეშვილი“ 25 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილს იკავებს, „კოლამბუსი“ კი 24 ქულით აღმოსავლეთში მეცხრე პოზიციაზეა.