ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრები ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრები ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, რომელიც 15-დან 17 დეკემბრის ჩათვლით ნიდერლანდების ქალაქ ტილბუგში გაიმართება. ოლიმპიადას კი 2026 წელს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს.

L ჯგუფში საქართვლოს ნაკრები მეტოქეები ნიდერლანდები, ესპანეთი და ტაილანდი იქნებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 12 ჯგუფია. საქართველოს ნაკრები ბრძოლას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც სამი ჯგუფია. მესამე რაუნდში პირველადგილოსნები გავლენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად G (უნგრეთი, ლიეტუვა, იაპონია), H (დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, ჩინეთი) ან J (სამხრეთ კორეა, პოლონეთი, უკრაინა) ჯგუფში მოხვდებიან და განაგრძობენ ბრძოლას ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად.

მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 2024 წლის თებერვალში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი:

15 დეკემბერი | ნიდერლანდები – საქართველო

16  დეკემბერი | ესპანეთი – საქართველო

17 დეკემბერი | საქართველო – ტაილანდი