„ნეშვილმა“ ფორსბერგის პოკერით „კოლამბუსი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ნეშვილმა“ ფორსბერგის პოკერით „კოლამბუსი“ დაამარცხა #1TVSPORT

ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში „ნეშვილმა“ შინ „კოლამბუსი“ მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

ეს შეხვედრა აღსანიშნავია იმით, რომ მასპინძელთა შვედმა თავდამსხმელმა ფილიპ ფორსბერგმაკოლამბუსის“ კარში პოკერის შესრულება შეძლო.

სტუმრებს თითო-თითო გოლი კი იაკოვ ტრენინმა და ნიკ კაზინსმა გაუტანეს.

ამ მატჩის შემდეგ „ნეშვილი“ 25 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილს იკავებს, „კოლამბუსი“ კი 24 ქულით აღმოსავლეთში მეცხრე პოზიციაზეა.