ყინულის ჰოკეი | ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთანაც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრებთან და 1:5 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლი არტიომ კოზიულინმა გაიტანა.

საკვალიფიკაციო ტურნირი ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში იმართება. პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების ჰოკეისტებმა ნიდერლანდებთან 2:8 წააგეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 17 დეკემბერს ტაილანდის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივანე სტაროსტინი.

მცველები: ალექსანდრე კირეევი, დმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ვიტალი დუმბაძე, ივან მაროვი, დავით მინასიანი, ვიაჩესლავ პოტაშევიჩი.

თავდამსხმელები: ვიტალი ძიოვი, სემიონ ხარიზოვი, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, ანდრეი რომანოვი, ნიკიტა ბუკია, ალექსანდრე ვასილჩენკო, ბორის კოჩკინი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, არტიომ კაზიულინი, იხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი, ალექსანდრე ბელომოინი.