ყინულის ჰოკეი | ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ყინულის ჰოკეი | ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა ნიდერლანდების ნაკრებთან და 2:8 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ალექსანდერ კირეევმა და ვიტალი ძიოვმა გაიტანეს.

საკვალიფიკაციო ტურნირის შეხვედრები ნიდერლანდების ქალაქ ტილბუგში იმართება. 16 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეთამაშება, 17-ში კი ტაილანდს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 12 ჯგუფია. საქართველოს ნაკრებმა ბრძოლა მეორე რაუნდიდან დაიწყო, სადაც სამი ჯგუფია. მესამე რაუნდში პირველადგილოსნები გავლენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად G (უნგრეთი, ლიეტუვა, იაპონია), H (დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, ჩინეთი) ან J (სამხრეთ კორეა, პოლონეთი, უკრაინა) ჯგუფში მოხვდებიან და განაგრძობენ ბრძოლას ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივანე სტაროსტინი.

მცველები: ალექსანდრე კირეევი, დმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ვიტალი დუმბაძე, ივან მაროვი, დავით მინასიანი, ვიაჩესლავ პოტაშევიჩი.

თავდამსხმელები: ვიტალი ძიოვი, სემიონ ხარიზოვი, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, ანდრეი რომანოვი, ნიკიტა ბუკია, ალექსანდრე ვასილჩენკო, ბორის კოჩკინი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, არტიომ კაზიულინი, იხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი, ალექსანდრე ბელომოინი.