ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა
ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.

როგორც ნეპალის პოლიციის სპიკერმა, კუბერ ქადაიატმა „სიენენს“ განუცხადა, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ დაღუპულია 129 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 140.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ძალიან ვწუხვარ ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო. ინდოეთი სოლიდარულია ნეპალის ხალხის მიმართ და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან არის. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – განაცხადა მოდიმ.

ცნობისთვის, 2015 წელს ნეპალში მომხდარ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 9 000 ადამიანი ემსხვერპლა.