მიმდინარე წლის აგვისტოში, ვაშინგტონში ნეონაცისტები და რადიკალები აქციის გამართვას გეგმავენ. მათ თანხმობა ეროვნული პარკის ადმინისტრაციისგან უკვე მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC ავრცელებს.
დემონსტრაცია 11-12 აგვისტოს, ლაფაიეტის პარკში გაიმართება, რომელიც ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
დემონსტრაციის ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე აქტივისტი ჯეისონ კესლერია. მისი თქმით, აქციაში 400-დან 500-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
შარშან ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში მიმდინარე ნეონაცისტების აქციაზე შეტაკებების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. იგი კონტრაქციის მონაწილე იყო, რომელსაც ნეონაცისტმა ავტომობილი გამიზნულად დააჯახა.