ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე EBRD გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს
ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე EBRD გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს

ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე EBRD გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს.

საფინანსო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს საკითხზე 13-14 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა შეხვედრა გადაიდო. EBRD პროექტის დაფინანსებას 229 მილიონი დოლარით გეგმავს.

ჰესი 280-მეგავატიანია და სვანეთში შენდება. მისი ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს. ნენსკრაჰესის ინვესტორი კორეული კომპანია K-Water-ია.

პროექტში საპარტნიორო ფონდიც მონაწილეობს. ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველთა ნაწილი ეწინააღმდეგება.