ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც პრესკონფერენციაზე ნენსი პელოსიმ განაცხადა, ის შეუერთდა სენატის დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის მოწოდებას ვიცე-პრეზიდენტისადმი კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებასთან დაკავშირებით.

სიტყვით გამოსვლისას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მიმართა.

„დგანან ისინი ამ ქმედებების გვერდით? მზად არიან ისინი, რომ თქვან, მომავალი 13 დღის განმავლობაში ეს საშიში კაცი უფრო მეტად არ დააზარალებს ჩვენს დემოკრატიას?“, – აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით, თუ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტის წევრები არ იმოქმედებენ, კონგრესი მზად უნდა იყოს იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად.

„იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 13 დღეა დარჩენილი, ნებისმიერი დღე შესაძლოა, საშინელებათა შოუდ იქცეს“, – განუცხადა ნენსი პელოსიმ მედიას.