რამდენიმე დღის წინ ნეიტ დიაზმა „მედისონ სკუერ გარდენში“ გამართული ბრძოლა ხორხე მასვიდალთან წააგო. დაპირისპირება მეოთხე რაუნდის წინ ექიმის გადაწყვეტილებით შეწყდა, რადგან ნეიტს საკმაოდ მძიმე ტრავმები ჰქონდა მიღებული. შედეგად, „ყველაზე ცუდი ბიჭის“ ქამარს მასვიდალი დაეუფლა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, აქტურად დაიწყო საუბრები რემატჩთან დაკავშირებით. თავდაპირველად, თანხმობას ორივე მებრძოლი გამოთქვამდა, თუმცა, როგორც ჩანს, რემატჩი არ შედგება. ნეიტ დიაზმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შერეული ორთაბრძოლებიდან მიდის.