მიოჩიჩმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა - დიაზმა პეტისს აჯობა [ვიდეო]
მიოჩიჩმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა - დიაზმა პეტისს აჯობა [ვიდეო]

ანაჰაიმში აბსოლუტური ჩემპიონატის (UFC) რიგით 241-ე საბრძოლო ღამე გაიმართა (UFC241). დღის მთავარი ბრძოლა მძიმე წონითი კატეგორიის დივიზიონში შედგა. ჩემპიონის ქამრისთვის მოქმედი მფლობელი დენიელ კორმიე (22-2) და სტიპე მიოჩიჩი (19-3) დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი სამი რაუნდი, შეიძლება ითქვას, რომ „დი სის“ უპირატესობით წარიმართა. წარმოშობით ხორვატმა სპორტსმენმა ბრძოლაში გარდატეხის შეტანა მეოთხე რაუნდში შეძლო. საბოლოოდ, მიოჩიჩმა კორმიე ნოკაუტით დაამარცხა და ერთი წლის წინ განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აიღო.


ამავე ღამეს სამ წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს დაუბრუნდა ნეიტ დიაზი, რომელმაც ენტონი პეტისს გადაწყვეტილებით, თუმცა დამაჯერებლად მოუგო. საეჭვო მარცხი განიცადა იოელ რომერომ პაულო კოსტასთან. კუბელმა მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.