ორ ნოემბერს ნიუ იორკში ნეიტ დიაზისა და ხორხე მასვიდალის ორთაბრძოლა შედგება
ორ ნოემბერს ნიუ იორკში ნეიტ დიაზისა და ხორხე მასვიდალის ორთაბრძოლა შედგება

ორ ნოემბერს ნიუ იორკის „მედისონ სკუერ გარდენში“ UFC 244 გაიმართება. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ამ ღონისძიების მთავარ ბრძოლად საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება დააანონსა. ოქტაგონზე ახლად დაბრუნებული ნეიტ დიაზი ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდება.

ბევრი ელოდა, რომ ამ დღის მთავარი ბრძოლა კამარუ უსმანსა და კოლბი კოვინგტონს შორის შედგებოდა. „ი ეს ფი ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო იუწყება, რომ კოვინგტონი-უსმანის დაპირისპირება არ შედგება, ვინაიდან ორგანიზაცია კოვინგტონთან პირობებზე ვერ შეთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ნეიტ დიაზმა ოქტაგონზე დაბრუნების და ენტონი პეტისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბრძოლაში სწორედ ხორხე მასვიდალი გამოიწვია.