ბრძოლა გაიმართება - დიაზის ​დოპინგ-სკანდალი ცრუ განგაში აღმოჩნდა
ბრძოლა გაიმართება - დიაზის ​დოპინგ-სკანდალი ცრუ განგაში აღმოჩნდა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი იყო, რომ ნეიტ დიაზისა და ხორხე მასვიდალის ბრძოლა ნიუ იორკის „მედისონ სქუერ გარდენში” აღარ გაიმართებოდა.

თუმცა, მომდევნო დღეს სიტუაცია შეიცვალა. „ესპნ“-ს (ESPN) ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ ნეიტ დიაზის სისხლში აღმოჩენილი შესაძლო აკრძალული ნივთიერება, სინამდვილეში ყოველდღიური ვიტამინის კვალია.

აქედან გამომდინარე დიაზისა და მასვიდალის ბრძოლა აუცილებლად გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ნეიტი ოქტაგონს მიმდინარე წლის აგვისტოში დაუბრუნდა. ის აქტიურ სპორტს 3 წელი იყო ჩამოშორებული. დაბრუნების შემდეგ კი მან ენტონი პეტისი დაამარცხა. რაც შეეხება ხორხე მასვიდალს. მას კარიერაში  47 ბრძოლა აქვს გამართული, რომელიც 34 ხორხეს გამარჯვებით დასრულდა.