ნეიტ დიაზმა საკუთარ ფანს ტოტალიზატორში მის მოგებაზე დადებული თანხა აუნაზღაურა

18:47, 13.11.2019

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) „ყველაზე ცუდი ბიჭის“ ტიტული რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკის „მედისონ სკუერ გარდენში“ გათამაშდა.

ქამარი ხორხე მასვიდალმა დაისაკუთრა, რომელმაც ნეიტ დიაზი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. სტოქტონელი ძმის გამარჯვებაზე საკმაოდ სოლიდური თანხა ედო დიაზის ერთ-ერთ გულშემატკივარს.

ბრძოლის დასრულების შემდეგ დიაზსს გულშემატკივარი გამოეხმაურა და მას უთხრა, რომ ბინის ქირაზე გათვალისწინებული თანხა წააგო. დიაზმა ფანი უპასუხოდ არ დატოვა და  წაგებული თანხა აუნაზღაურა.

მსგავსი