ნეიტ დიაზი კამარუ უსმანისა და გილბერტ ბერნსის დაპირისპირებაზე - „ეს არ არის სატიტულო ბრძოლა“
ნეიტ დიაზი კამარუ უსმანისა და გილბერტ ბერნსის დაპირისპირებაზე - „ეს არ არის სატიტულო ბრძოლა“

როგორც ცნობილი გახდა, 11 ივლისს აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე ძალიან საინტერესო ქარდი შედგება (UFC 251). ერთ დღეს სამი სატიტულო ბრძოლა გაიმართება. ნახევრად მძიმე წონით დივიზიონის (welterweight) ჩემპიონი კამარუ უსმანი ტიტულს კარიერაში მეორედ დაიცავს. მისი მეტოქე ბრწყინვალე პროგრესის მქონე მებრძოლი გილბერტ ბერნსი იქნება. გულშემატკივრები უსმანისა და ხორხე მასვიდალის დაპირისპირებს ელოდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

მას შემეგ, რაც უსმანისა და ბერნსის ბრძოლა დაანონსდა ნეიტ დიაზმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ნიგერიელი ჩემპიონი გააკრიტიკა:

„ეს ადამიანები თავის თავს მებრძოლებს ეძახიან, თუმცა სინამდვილეში კი ნამდვილი … არიან. შენ უნდა გებრძოლა იმასთან, ვინც სატიტულო ბრძოლას იმსახურებს (გულისხმობს მასვიდალს), რომელიც შემდეგია რიგში. საპირისპიროდ,კი იმას ეჩხუბები, ვინც ნაკლებ თანხას დათანხმდა, იმიტომ რომ მას ასე უთხრეს. სწორედ ამიტომ, წლების შემდეგ არავის ემახსოვრებით. ეს არ არის სატიტულო ბრძოლა“.