ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო სამსახურმა გუნდის ლიდერის ნეიმარის შემოწმების შემდეგ ფეხბურთელის ოთხშაბათის ვარჯიშისთვის მოედანზე დაბრუნების გარანტია გასცა, – წერს ბრაზილიური გამოცემა Terra Futebol. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა სამშაბათს, ვარჯიში ვადაზე ადრე, კოჭლობით დატოვა.
როგორც გამოცემა იტყობინება, ნეიმარის დაზიანება ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა და უკვე ოთხშაბათს შეძლებს საერთო ჯგუფთან შეერთებას.
ბრაზილიის ნაკრებმა პირველი მატჩი 17 ივნისს ჩაატარა და ფრედ ითამაშა შვეიცარიასთან – 1:1. მეორე ტურში, 22 ივნისს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი კოსტა რიკას შეხვდება.