ნედ პრაისი - მივესალმებით დოჰაში განხორციელებულ ფრენას, რომლის ფარგლებში ავღანეთი აშშ-ის მოქალაქეებმა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებმა დატოვეს
ნედ პრაისი - მივესალმებით დოჰაში განხორციელებულ ფრენას, რომლის ფარგლებში ავღანეთი აშშ-ის მოქალაქეებმა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებმა დატოვეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მიესალმებიან ავღანეთიდან დოჰაში განხორციელებულ ფრენას, რომლის ფარგლებში ავღანეთი აშშ-ის მოქალაქეებმა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებმა დატოვეს. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, აშშ ელოდება, რომ მსურველებს ავღანეთის დატოვების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-მა აცნობა „თალიბანს“, რომ მსგავს ნაბიჯებს საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება.

სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ დღეს ქაბულიდან საერთაშორისო რეისი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც დოჰაში 100 მგზავრი ჩავიდა.

ეს პირველი საერთაშორისო ფრენა იყო მას შემდეგ, რაც ქაბულის აეროპორტი თალიბების კონტროლქვეშ გადავიდა.