NDI - საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, გამოკითხულთა 90 პროცენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ენდობა, 85 პროცენტი კი, საქართველოს ხელისუფლებას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, გამოკითხულთა 90 პროცენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85 პროცენტი – საქართველოს ხელისუფლებას ენდობა.
კითხვაზე, რამდენად ენდობით, თუ არ ენდობით ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, რომლებსაც შემდეგი წყაროებიდან იღებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სულად ენდობა გამოკითხულთა 59 პროცენტი, ნაწილობრივ ენდობა 31 პროცენტი, ნაწილობრივ არ ენდობა ოთხი პროცენტი, სრულად არ ენდობა სამი პროცენტი, ორი პროცენტი ამ საკითხზე არ იღებს ინფორმაციას, ერთმა პროცენტმა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.
ამავე კითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 44 პროცენტი სრულად ენდობა ხელისუფლებას, 41 პროცენტი ნაწილობრივ, ნაწილობრივ არ ენდობა შვიდი პროცენტი, სრულად არ ენდობა ექვსი, ერთი პროცენტი ამ საკითხზე არ იღებს ინფორმაციას, ხოლო ერთმა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.
გამოკითხულთა 18 პროცენტი სრულად ენდობა მედიას, 55 პროცენტი კი, ნაწილობრივ. ადგილობრივ მთავრობას სრულად ენდობა 30%, 36 პროცენტი კი, ნაწილობრივ ენდობა.
კვლევის მიხედვით, სანდოობის კუთხით გამოკითხულთა 35% სრულად ენდობა რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას, 26 პროცენტი კი ნაწილობრივ.
ამასთან, გამოკითხულთა რვა პროცენტი სრულად ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხოლო 29% ნაწილობრივ.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.