NDI- პრემიერის საქმიანობას 28 პროცენტი კარგად აფასებს, 35 პროცენტი ცუდად, გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი, მის საქმიანობას ცუდ შეფასებას აძლევს 40 პროცენტი, 12 პროცენტი კი, კარგს
NDI- პრემიერის საქმიანობას 28 პროცენტი კარგად აფასებს, 35 პროცენტი ცუდად, გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი, მის საქმიანობას ცუდ შეფასებას აძლევს 40 პროცენტი, 12 პროცენტი კი, კარგს

საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, 40 პროცენტი ცუდად აფასებს, პარლამენტისას 41 პროცენტი, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 35 პროცენტი, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 43 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 40 პროცენტი ცუდად, 12 პროცენტი კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის, 5 პროცენტმა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35 პროცენტი ცუდად აფასებს, 33 საშუალოდ, 28 პროცენტი კარგად, ხოლო 4 პროცენტს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ამავე კვლევაში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობაც, გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას 45 პროცენტი საშუალოდ აფასებს, 41 პროცენტი ცუდად, 9 პროცენტი კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4 პროცენტმა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.

NDI-ის მონაცმებით, აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.