NDI - პუშკინის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ გამოკითხულთა 58% ინფორმირებული იყო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე იცოდნენ თუ არა 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პუშკინის ქუჩაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა შპს „თბილისი სითის“, გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ ამის შესახებ იცოდა.
გამოკითხულთა 39 პროცენტმა საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 2%-ს.
ამასთან, კითხვაზე, 58%-დან, ვისაც სმენია გადაწყვეტილების შესახებ მისაღებია თუ მიუღებელია საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მისაღებია, 79%-ისთვის კი მიუღებელია, კითხვაზე პასუხი არ აქვს 6%-ს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.