NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 8%
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 8%

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30%-მა არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 26% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას”, ხოლო 8% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ევროპულ საქართველოს კი – 4%.

გამოკითხულთა 13% არც ერთ პარტიას დაუჭერდა მხარს, ხოლო კითხვას პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 10%-მა.

გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.