NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%
NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%. კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას? – კვლევის პასუხები შემდეგია: კარგად – 43%; ცუდად – 43%;
ამასთან, კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.
ასევე, NDI-ის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ასევე, კვლევის მიხედვით, მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია „CRRC – საქართველოს“ მიერ.