NDI-ის კვლევის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 30% კარგად აფასებს
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს.
NDI-ის კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას? – პასუხები შემდეგია: კარგად – 30%; საშუალოდ – 31%; ცუდად – 28%.
ასევე, კვლევის მიხედვით, პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია „CRRC – საქართველოს“ მიერ.