NDI-ის კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 17%
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს. კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას? – გამოკითხულთა პასუხები შემდეგია: 17% – კარგად, 41% – საშუალოდ, 28% – ცუდად.
კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია „CRRC – საქართველოს“ მიერ.