NDI-მ ტელევიზიებში დეზინფორმაციის გავრცელების მაჩვენებელი გამოაქვეყნა
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს.
ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში, გამოკითხულთა 10% მიიჩნევს, რომ „იმედი“ დეზინფორმაციას ავრცელებს ხშირად.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ „პირველი არხი“ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.