NDI - გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია
NDI - გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია

გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? – 39-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 42-მა – უარყოფითი, ხოლო 17-მა არ იცის.

გასული წლის ივლისში ჩატარებულ კვლევაში დადებითი პასუხის მაჩვენებელი 30 პროცენტი იყო, უარყოფითის კი – 62.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მათი წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.