NDI - გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, სამი პროცენტით გაიზარდა
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2017 წლის ივნისიდან დეკემბრამდე, გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, სამი პროცენტით გაიზარდა.
გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2017 წლის ივნისში ჩატარდა, გამოკითხულთა 10% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 52% საშუალოდ, ხოლო 35% ცუდად.
კითხვაზე პასუხი არ აქვს 3%-ს.
იგივე კითხვით NDI-მ მოქალაქეებს 2017 წლის დეკემბერში მიმართა.
კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 13%-მა მთავრობის საქმიანობა კარგად შეაფასა, 53%-მა საშუალოდ, ხოლო ცუდად 32%-მა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.