NDI - გამოკითხულთა 22 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართულ ოცნება“ დგას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 პროცენტი ასახელებს, 64 პროცენტი კი, არც ერთ პარტიას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64 პროცენტი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 22 პროცენტი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“, 7 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.
6 პროცენტი აღნიშნავს, რომ მთ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არის სხვა პარტიები, ხოლო 64 პროცენტი აცხადებს, რომ არც ერთი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.