NDI - გამოკითხულთა 52%-მა იცოდა, რომ გურამ კაშიას მატჩზე ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლავური ეკეთა
NDI - გამოკითხულთა 52%-მა იცოდა, რომ გურამ კაშიას მატჩზე ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლავური ეკეთა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52%-მა იცოდა, რომ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის „ვიტესის“ კაპიტანს, გურამ კაშიას 15 ოქტომბრის მატჩზე სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლავური ეკეთა.

43%-მა არ იცოდა, რომ კაშიას სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლავური ეკეთა.

NDI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.