NDI - გამოკითხულთა 42% ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემად გარემოს დაბინძურებას მიიჩნევს
კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც ქალაქს/სოფელს აწუხებს, გარემოს დაბინძურება – 42%, საგზაო მოძრაობა – 34% და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 33% დასახელდა – ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებში.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.