NBC - კალიფორნიის ტყეში ხანძრის გამო, 3200 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო
NBC-ის ცნობით, კალიფორნიის ტყეში ხანძრის გამო, 3200 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაღუპულია ერთი ადამიანი. განადგურებულია სულ მცირე 20 შენობა. ელექტროენერგია არ მიეწოდა 2000 აბონენტს.
კალიფორნიის ტყეში ხანძარი 6 ივლისს, სანტა ბარბარაში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი ამჟამად 0,3 კვადრატულ კილომეტრის ტერიტორიაზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 350-ზე მეტი მეხანძრე.
სტიქიის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა სან დიეგოს ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. დახურულია რამდენიმე ავტომაგისტრალი.
როგორც ამერიკული მედია წერს, კალიფორნიის გარდა, ამჟამად ტყეში ცეცხლი ვაშინგტონისა და ორეგონის შტატებშიც მძვინვარებს.